რიკოთის მონაკვეთზე, გარე განათების კაბელები მოიპარეს ან დააზიანეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუშინ 185-ე კილომეტრზე რამდენიმე ასეული მეტრის კაბელის ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.

"ინფორმაცია მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოხდა შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამბობს, რომ გაამკაცრებს კონტროლს და ყველა მსგავს შემთხვევას კანონით შესაბამისი ღონისძიებებით რეაგირებს.