ქუთაისის 37-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მშობლების თქმით, ავტოქარხანაში, 37-ე ბაღში სწავლის დაწყებიდან ორ კვირაში ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩავიდა და ჭერი ჩამოინგრა, იმის შემდეგ კი აღსაზრდელების ნაწილი სახლშია.
როგორც მშობლები აღნიშნავენ, ამ დრომდე არ იციან პასუხი, როდის გაიხსნება ბაღი.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთი" ქუთაისის ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა, ადგილზე განაცხადეს, რომ ბაღის სახურავის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და დღეს სრულდება. სამუშაოებისთვის 52 000 ლარამდეა გამოყოფილი.
ბაღების გაერთიანებაში ასევე განაცხადეს, რომ მოძიებულია ამავე შენობაში სივრცე, სადაც 5-6 წლის ბავშვების მიღება უახლოეს დღეებში განახლდება.