იმერეთში ორი წლის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სტიქაროსნის თემო ხადურის ოჯახი 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პროკურატურასთან აქციას გამართავს.
ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
"მოგმართავთ თხოვნით, მე შვილმოკლული თემურ ხადურის დედა, 2 საათზე ვიქნები საქართველოს პროკურატურასთან, რათა მოვითხოვო ჩემი შვილისთვის სამართლიანობის აღდგენა და მკვლელების დასჯა, ვინც უშუალოდ ურევია ამ საქმეში. ყველას მოგმართავთ, დედებო, გამოდით, ერთად მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, პროკურატურას, რათა საქართველოში არცერთ დედას აღარასოდეს არ მოუწიოს ძაძების ჩაცმა. ერთად დავდგეთ და ერთად აღვასრულოთ სამართლიანობა", - აცხადებს ნინო გვიშიანი.
23 წლის თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. ცხედარი 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.