დღეს საქართველოს სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი ირეკება და 2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად სრულდება.

ქუთაისში წელს 2334 მოსწავლე ამთავრებს სკოლას - მათგან 1960 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, 308 კერძო სასწავლებლის, ხოლო დანარჩენი კადეტთა სასწავლებლების მოსწავლეები არიან.

მეთორმეტეკლასელებს წინ ახალი ეტაპი - ერთიანი ეროვნული გამოცდები ელოდებათ, რომელიც 3 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.