პროევროპული აქციის დაკავებული მონაწილეების ნაწილი იმერეთში არსებულ დროებით მოთავსების იზოლატორებშიც მოათავსეს.

იმერეთში აქციის მონაწილეების გადმოყვანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თბილისის, რუსთავის, გორისა  და მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორები  დაკავებული პირებით გადაივსო.

წყარო "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ იმერეთში, მათ შორის ზესტაფონის დროებით მოთავსების იზოლატორში 13 პირია გადმოყვანილი.

"ინფო იმერეთმა" იმერეთში გადმოყვანილი რამდენიმე აქციის მონაწილის გარკვევა მოახერხა, ესენი არიან -  ზვიად კვარაცხელია; დავით მშვენიერაძე; გიორგი ხარაიშვილი; ირაკლი გოგუაძე; გია ჯვარშეიშვილი; ისაკო დევიძე; თენგო კირთაძე; ლაშა სონღულია; 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის გამო აკავებენ.