ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
აეროპორტის მიმდებარედ მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი დაშავდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.