ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედში" ექიმმა თვითდაზიანებები მიიყენა, მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია 3-4 თვე გრძელდება ეს მდგომარეობა... ანალოგიურ მდგომარეობაში მე თვითონ ვყავდი. კლინიკის დირექტორი არის კახა ნურალიძე. ძალიან დიდი ხანია, ვითხოვ დამფუძნებლებთან, რომ ეს კაცი არ არის აქ გასაჩერებელი, არ არის ჯანმრთელი, მაგრამ არავინ არ იღებდა ყურად და ახლა ძალიან ცუდი რაღაც მოხდა სინამდვილეში", - აცხადებს კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი "ტვ პირველთან".

კლინიკაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.