განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისივე ინფორმაციით, ახალი, 2026 სასწავლო წელი სკოლებში 15 იანვარს განახლდება.

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მომავალი წლიდან განათლების სფეროში რეფორმა დაიწყება, რომელიც საჯარო სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს. მე-12 კლასი სავარაუდოდ, შენარჩუნდება კერძო სკოლებში, საჯარო სკოლების შემთხვევაში კი, მხოლოდ ცალკეულ ქალაქებში იქნება შესაძლებლობა, ე.წ სპეცკლასების გახსნის. 

სპეციალისტების განცხადებით, „ქართული ოცნების“ სასკოლო რეფორმა არ არის მორგებული არც მოსწავლის და არც მასწავლებლის ინტერესებზე, რადგან მათი აზრით, სასწავლო წლის შემცირებამდე, ჯერ სამინისტროს სკოლების მშენებლობაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გამართვასა და მასწავლებლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე უნდა ეფიქრა.