ბაღდათის მერიამ, მიმდინარე წლის 6 თვეში 74 739 ლარის საწვავი გახარჯა.
ბაღდათის საწვავის ხარჯებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 6 თვეში მუნიციპალიტეტის მიერ გახარჯული იქნა 26 540 ლიტრი საწვავი.
“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად, რაზე და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.
მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.
კომენტარები