მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა.

თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1965-1967წწ. იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, 1967-1970წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980წწ. რუსთაველის თეატრის, 1980-1990წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988წწ. საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი(1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი.

დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

იყო არაერთი ჯილდოს, პრემიების და პრიზის მფლობელი, მათ შორის საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი).

კომენტარები