მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

პოლიტიკური დაპირისპირება სამტრედიაში – მოქმედი მერი ყოფილის კადრებს სამსახურიდან უშვებს

პოლიტიკური დაპირისპირება სამტრედიაში – მოქმედი მერი ყოფილის კადრებს სამსახურიდან უშვებს

სამტრედიის მოქმედი მერი ყოფილის კადრებს სამსახურიდან უშვებს. მუნიციპალიტეტის პირველი პირი დავით ბახტაძე, ყოფილი მერის ვალერიანე ფოცხვერიას დროს დანიშნულ განყოფილების და სამსახურის უფროსებს განცხადებების დაწერას და სახლში წასვლას სთხოვს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს infoimereti.ge-ს ინფორმაციით, მოქმედი მერის მორიგი სამიზნე ალეკო ნაცვლიშვილია, რომელიც შიდა კონტროლის და მონიტორინგის განყოფილიბის უფროსია.

ასევე სურს, რომ სამსახურიდან წავიდეს მიხეილ ლეჟავა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს.

infoimereti.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, სამტრედიის მერის მოადგილედ ისევ გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნოს, რომელიც იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და სამტრედიის მერის ყოფილი მოადგილეა.

კომენტარები