მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები და მერე დაიწყო, მე მალაპარაკებდა”

“ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები და მერე დაიწყო, მე მალაპარაკებდა”

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში გუშინ მყოფი ერთ-ერთი მძევალი მომხდარის დეტალებს იხსენებს.

ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, “საქართველოს ბანკში” მეგობართან ერთად იყო მისული, რა დროსაც შეარაღებულმა პირმა გაისროლა და ისინი მძევლად აიყვანა.

“ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები და ვსო, მერე დაიწყო თქვენც უყურებდით ლაივში რაც ხდებოდა. მე მალაპარაკებდა და მე ვის ველაპარაკებოდი არ ვიცი, პოლიციელი იყო.. მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა უკვე ლაპარაკი ბოლოში, დათანხმდა, მაგრამ თანხა თუ მისცეს და რამდენი მისცეს არ ვიცი. გამოვედი უკანა კარებიდან, რომელი კარის შესახებაც მან არ იცოდა არაფერი, პოლიციამ გამომიყვანა, გააღო კარები, გახსნა ტერიტორია, მითხრეს გამოდიო და გამოვედი. წინააღმდეგობა გაუწია”, – ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

ქუთაისში გუშინ სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბანკზე თავდამსხმელი, 37 წლის გიგა ნარსია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა, ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მან გუშინ ბანკში 14 მძევალი აიყვანა, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, “სპრინტერი” და რუსეთის დროშა.

კომენტარები