მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს, იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე”

“გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს, იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე”

შოვში სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

“გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე”, – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

მმართველი გუნდის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.

სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ “გადასამოწმებელია ეს ყველაფერი”. მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

კომენტარები