მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გუმათის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემების მოგვარებას მოითხოვს

გუმათის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემების მოგვარებას მოითხოვს

გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ქუთაისის მერიას პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივების თქმით, გუმათში უკვე წლებია, მწვავედ დგას სანიაღვრე სისტემის პრობლემა, რის გამო ყოველი წვიმის დრო იტბორება საცხოვრებელი სახლები და ნადგურდება პროდუქტი.

გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ასევე მოითხოვს სასმელი წყლის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლას, რადგან წყალი დღემდე გრაფიკით, დღეში 4-8 საათი მიეწოდებათ. კიდევ ერთი მოთხოვნა საკანალიზაციო სისტემის, გზების, ფასადებისა და სკვერების მოწყობა – მოწესრიგებას შეეხება.

მოსახლეობასთან შესახვედრად დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ მისული. მორიგი შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება.

კომენტარები