მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ჰენრიეტა ლეჟავა

“დაიბადა იმერეთში” – ჰენრიეტა ლეჟავა

ჰენრიეტა ლეჟავა – ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.

დაიბადა 1918 წლის 26 თებერვალს ქ. ჭიათურაში. 1935 წელს დაამთავრა თბილისის შრომის მე–9 სკოლა, 1941 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში გამოდიოდა დრამწრის სცენაზე. 1944 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სანკულტის თეატრში, ხოლო 1953 წლიდან მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად.

შესრულებული აქვს როლები: დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“), ევა (ვ. გაბესკირიას „უფსკრულიდან“), თამარი (რ. თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“), ეფროსინე, მაკრინე (მ. ბარათაშვილის „მარინე“, „ჩემი ყვავილეთი“), მაშიკო (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“) და სხვა.

გადაღებულია მხატვრულ ფილმებშიც:

1958 — მანანა — ეპიზოდი

1961 — უდიპლომო სასიძო — ზოსიმეს ცოლი

1961 — ბურთი და მოედანი — ჭაჭულის მეზობელი

1970 — ქვევრი — მარო

1971 — მოიტაცეს თამარ ქალი აგრაფინა

1976 — ქალაქი ანარა — დონა

გარდაიცვალა 1977 წლის 6 აგვისტოს, 59 წლის ასაკში.

კომენტარები