მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დანგრეული სახლის ადგილას ახლა ეს აგურები აწყვია” – სოფელ შუქრუთში სახლების ნგრევა გრძელდება

“დანგრეული სახლის ადგილას ახლა ეს აგურები აწყვია” – სოფელ შუქრუთში სახლების ნგრევა გრძელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში სახლების ნგრევა გრძელდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის ქვეშ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” წლების განმავლობაში მანგანუმს მოიპოვებდა, რის გამოც სახლები  ძირითად შემთხვევაში დაზიანებული და დანგრეულია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტი  გიორგი ყოლბაია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ სახლი, რომელიც დაზიანებულ  მდგომარეობაში გადაიღო, ახლა მიწასთან არის გასწორებული.

“პირველი ფოტო, ფერადი, 2021 წელს გადავიღე შუქრუთში, ერთ-ერთი მცხოვრების სახლში. მეორე ფოტო კი, იმავე ადგილზე, ერთი კვირის წინ.

დანგრეული სახლის ადგილას ახლა ეს აგურები აწყვია. ზარალის შემფასებელმა ეს აგურები ახალი სახლის ასაშენებლად ვარგის სამშენებლო მასალად შეაფასა და ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო”, – წერს გიორგი ყოლბაია სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

კომენტარები