ქართველმა UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან მიღებულ 1 მილიონ ლარს სრულიად ქველმოქმედებას მოახმარს.
“სახელმწიფოსგან მიღებულ 1 მილიონ ლარს სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, საქართველოში MMA-ს და სპორტის განვითარებას”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორივე UFC-ის ქართველ ჩემპიონს – ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს სახელმწიფო საჩუქრად მილიონ-მილიონ ლარს გადასცემს.
კომენტარები