თბილისი-ფოთის მატარებელი გაჩერებულია. მატარებელი ქუთაისთან ახლოს, სადგურ “რიონზეა” გაჩერებული, მგზავრების თქმით, დაახლოებით ერთი საათია, დგანან.
“საქართველოს რკინიგზის” განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.
“საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები