საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, რუსეთის საელჩოსთან, ქართველებმა და უკრაინელებმა, რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლისთავზე აქცია გამართეს.
ტერორისტი ქვეყნის საელჩოს შენობასთან ქართველები და უკრაინელები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია.
აქციის მონაწილეების თქმით, აგრესორი რუსეთი ცივილიზებულ სამყაროს ებრძვის.
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა.
2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა, 263 598 ადამიანი დევნილად იქცა.
საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.
კომენტარები