ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
ადგილობრივები უკვე 240 დღეა, საკუთარი ქონების განადგურებას აპროტესტებენ.
შუქრუთის მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციას ითხოვს.
ადგილობრივები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქციას თბილისში მართავდნენ, შიმშილობდნენ და პირი ჰქონდათ ამოკერილი, თუმცა უშედეგოდ.
კომენტარები