მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა

ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, გასულ წელს რუსეთიდან 1,526 მლრდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.

უწყების მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4,123 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, საიდანაც 37% რუსეთზე მოდის.

2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში 308,285 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, აქედან მეხუთედზე მეტი, ჯამში 70,584 მლ დოლარი, რუსეთზე მოდის.

ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

რუსეთი – 1,526,810 მლრდ აშშ დოლარი
იტალია – 518,564 მლნ აშშ დოლარი
აშშ – 456,391 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი – 242,997 მლნ აშშ დოლარი
გერმანია – 228,642 მლნ აშშ დოლარი
ისრაელი – 215,158 მლნ აშშ დოლარი
ყაზახეთი – 198,737 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი – 112,813 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი – 46,426 მლნ დოლარი
ესპანეთი – 61,954 მლნ აშშ დოლარი

კომენტარები