ქუთაისელი აქტივისტის არჩილ გეგენავა 500 ლარით დაჯარიმება ძალაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა.
მას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს სააპელაციო სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შემთხვევა 2 მაისს მოხდა, როდესაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა, მათ შორის არჩილ გეგენავამ, მერიის მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც მესხიშვილის თეატრში კონცერტს ესწრებოდნენ, სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.
სამოქალაქო აქტივისტმა ქალაქის მერს “უღირსი”, “მონა” და “მთხლე” უწოდა, რაზედაც 2 დღის შემდეგ, 4 მაისს, სამართალდამცველებმა სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.
არჩილ გეგენავას ადვოკატის ვალერი თევდორაძის თქმით, ოქმი ხალხის შეურაცხყოფაზეა შედგენილი, არადა აქტივისტი პოლიტიკური თანამდებობის კონკრეტულ პირს მიმართავდა.
კომენტარები