ქუთაისელმა პიანისტმა გიორგი არაბიძემ ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედალი, მანჰეტენის მე-8 საერთაშორისო კონკურსში კი საპატიო დიპლომი მიიღო.
ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსი პოლონეთში, გდანსკში ჩატარდა.
“გიზიარებთ ჩემს წარმატებას – კომპოზიციაში!
ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსი (პოლონეთი, გდანსკი) – ვერცხლის მედალი! – ნაწარმოები – საფ-ნო სონატა N7 (Tragedia In Uno Atto)!
მანჰეტენის მე-8 საერთაშორისო კონკურსი – საპატიო დიპლომი! – ნაწარმოები – საფ-ნო სონატა N5 (Alla Beethoven)!” – წერს გიორგი არაბიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები