ქუთაისის მიმდებარედ, აეროპორტის გზაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
“ინფო იმერეთთან” თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქვეითი შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები