მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“შენ ხარ მონა” – ინციდენტი ქუთაისში “ქართული ოცნების” დელეგატს და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს შორის

“შენ ხარ მონა” – ინციდენტი ქუთაისში “ქართული ოცნების” დელეგატს და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს შორის

ქუთაისში, “ქართული ოცნების” წევრებსა და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს გიორგი ტურაბელიძეს შორის ინციდენტი მოხდა.

ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერმა მმართველის პარტიის წევრს და ქუთაისის დელეგატ ზაზა ლომინაძეს მონა უწოდა.

“რატომ დაუჭირე რუსულ კანონს კანონს მხარი, შენ ხარ მონა, შენ ხარ ქვეყნის გამყიდველი” – მიმართა გიორგი ტურაბელიძემ ზაზა ლომინაძეს.

აღნიშნულ ფრაზას იქ მყოფი “ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების გაღიზიანება და რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვიერი კამათი მოჰყვა.

“მე არ დამიჭერია რუსული კანონის მხარი, მე ხმა მივეცი ქართულ კანონს”, – აღნიშნა ლომინაძემ.

კომენტარები