მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ცესკოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს – კალანდარიშვილი ოპოზიციას მიკროფონებს უთიშავს

ცესკოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს – კალანდარიშვილი ოპოზიციას მიკროფონებს უთიშავს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო საჩივრების განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიცია “ოცნების” სამსახურში დგომის და არჩევნების გაყალბების გამო აკრიტიკებს, გიორგი კალანდარიშვილი კი მათ მიკროფონს უთიშავს მაშინვე, როგორც კი დარბაზში მისთვის არასასურველი განცხადებები კეთდება.

ცესკომ დღეს საიას ერთ-ერთი საჩივარი, რომელიც ლონდონის საარჩევნო უბნებს ეხებოდა, არ დააკმაყოფილა. საუბარია იმ შემაჯამებელ ოქმებზე, რომელიც თავდაპირველად ცესკოს ოფიციალურ საიტზე აიტვირთა და ამ შემაჯამებეულ ოქმში არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობა მითითებული არ იყო. საია ამ უბნების გაბათილებას ითხოვდა.

კომენტარები