იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს წიფურიას, ჭაბუკაშვილის და ჭავჭავაძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
წიფურია – გავრცელებულია ჩხოროწყუს რაიონში. წიფური მეგრულად წითელს ნიშნავს. მე-17 საუკუნეში ამავე სახელით ცნობილი ყოფილა სოფელი, სადაც კათოლიკე მისიონერები სახლობდნენ.
ჭაბუკაშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. გადმოცემით, სიდამონიძეები ყოფილან სოფელ ხანდოს მცხოვრებნი, იქ ბატონი მოუკლავთ და გამოქცეულან. ამავე ძირისაა: ჭაბუკიძე, ჭაბუკიანი.
ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია მე-14 საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.
კომენტარები