მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აბები, რომელიც კოვიდ 19-ს კურნავს – ევროკავშირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტები დაამტკიცა

აბები, რომელიც კოვიდ 19-ს კურნავს – ევროკავშირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტები დაამტკიცა

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები დაამტკიცა.

პრეპარატი რეკომენდებულია ზრდასრულებისთვის, რომლებსაც დამატებითი ჟანგბადი არ ესაჭიროებათ და დაავადების გაუარესების რისკი აქვთ.

14 დეკემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ საბოლოო ანალიზის შედეგების თანახმად, კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს.

პერორალური პრეპარატი პერსპექტიული ახალი იარაღი შეიძლება გახდეს პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან მისი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით.

კომენტარები