მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოავარიას ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოავარიას ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ავარიის შედეგად დაიღუპა.

საბა გუნიავა ზესტაფონელია, ის ქუთაისში ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა, გვიან ღამით კი სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, რა დროსაც, ავტომობილი ხეს შეეჯახა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლიც და მგზავრიც გარდაიცვალა.

სამძიმრის წერილს ავრცელებს უნივერსიტეტი:

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული ფაკულტეტი,  ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ტურიზმის სპეციალობის მეორე კურსის  სტუდენტი საბა გუნიავა.

სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს!” – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები