მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც საავტომობილო გზას კვეთდნენ.

თვითმხილველებმა “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ქალი და კაცია დაშავებული, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

“რა გახდა აღმაშენებლის გამზირზე ერთი კამერის დამონტაჟება, რომელიც საავტომობილო მიმოსვლას შედარებით დაარეგულირებს. დღე არ გავა, აღნიშნულ პერიმეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს”, – აცხადებს თვითმხილველი.

კომენტარები