მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაშავებულია 5 პირი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაშავებულია 5 პირი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ავტოქარხნის დასახლებაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველები “ინფო იმერეთს” უყვებიან,  რომ დაშავებულია ორივე ავტომობილში მყოფი 5 პირი.

“ორი ავტომობილი ერთმანეთს გასწრებაში ეჯიბრებოდა, რა დროსაც  მესამე ავტომობილი ჩიხიდან გამოვიდა, რის შემდეგადაც გასწრებაში ჩართული ერთ-ერთი ავტომობილი და ჩიხიდან გამოსული მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. ერთ მანქანაში 3 ადამიანი დაშავდა, მეორეში ორი, სასწრაფოც ადგილზეა და პოლიციაც”,-  უყვება შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველი “ინფო იმერეთს”.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები