მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ათენში ქართველების 13-კაციანი დაჯგუფება დააკავეს

ათენში ქართველების 13-კაციანი დაჯგუფება დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 13-კაციანი დაჯგუფება დააკავეს, რომელსაც 72 წლის ე.წ კანონიერი ქურდი, კაკო ბილანიშვილი, ზედმეტსახელად “კაკო ნიკაკოი” მეთაურობდა.

ბილანიშვილის გარდა დაკავებულები არიან: 33 წლის ბექა ბალახაძე, 31 წლის ლიკა ჟვანია, 26 წლის ზაზა თევზაძე, 38 წლის დავით რუბაშვილი, 30 წლის მიხეილ შანყულაშვილი, 27 წლის ჯემალ ლეჟავა, 32 წლის ლაშა ჯიმშიტაშვილი, 31 წლის ოთარ თხელიძე, 41 წლის რაშიდ მაჰმუდი, 31 წლის გიორგი ჯვარშეიშვილი, 38 წლის შალვა კუხიანიძე, 41 წლის დავით ბარძიმაძე.

როგორც ბერძნული მედია წერს, ჯგუფმა ატიკაში ჯამში 47 სახლი გაძარცვა, ნაძარცვი ნივთების ღირებულება კი 434 000 ევროს აჭარბებს.

საბერძნეთის პოლიციამ სხვა ნივთებთან ერთად აღმოაჩინა: 4 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 259 ვაზნა, 2 დანა, ხანჯალი, სამკაული, მაჯის საათები, მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, სათვალეები და სუნამოები, გასაღებები, ქურდობისთვის გამოყენებული იარაღი, 8 347 ევროს ოდენობის თანხა და 11 მანქანა.

კომენტარები