მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ამირან გამყრელიძე – პიკი არ გადაგვიგორებია, ვირუსის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია

ამირან გამყრელიძე – პიკი არ გადაგვიგორებია, ვირუსის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია

პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია.

“ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცი 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები