მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, ე.წ. კოტეჯების ადგილას”

“ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, ე.წ. კოტეჯების ადგილას”

რაჭის ჯგუფში შოვის სტიქიისას დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის შესახებ წერენ. საუბარია გენადი სულთანიშვილზე, რომელიც მისი ოჯახის წევრის ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, კოტეჯების ადგილას იმყოფებოდა.

ახლობელი წერს, რომ ამ ადამიანის შესახებ არავინ არაფერს ამბობს.

“ესაა ჩემი სიმამრი გენადი (გენო) სულთანიშვილი. სოფ. გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, ე.წ. კოტეჯების ადგილას.

ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მით უმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ! არის ანსამბლ “ბუბას” წევრი. უმაგრესი ადამიანი!

ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა?

აქამდე არ ვწერდი, იმედი მქონდა, ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა!

ახლაც იმიტომ ვპოსტავ, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს! კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო!” – წერს ახლობელი.

სტიქიას ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14-ის იდენტიფიცირება მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე დღესაც გრძელდება. ოფიციალური უწყებების ცნობით, ეძებენ 16 ადამიანს.

კომენტარები