მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება

ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. ინფორმაციაას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ არის შემცირებული.

სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი, რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.

 

კომენტარები