ქუთაისის მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს.
“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” წევრების თქმით, მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემად ისევ უმუშევრობა და გაჭირვება რჩება.
“დღეს ჩვენი მერობის კანდიდატთან ერთად ჩემი ოლქის, საფიჩხია-კახიანაურის მოსახლეობას შევხვდი, მათი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა ისეთივე მძიმეა, როგორც მთელი ქუთაისის მოსახლეობის, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძვი. მე ვპირდები ჩემს ამომრჩევლებს, რომ საიმედო მაჟორიტარი ეყოლებათ და დიდი საყრდენი ექნებათ”, – განაცხადა საფიჩხია-კახიანაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხათუნა ხურციძემ.
კომენტარები