შოვში, სტიქიის ზონაში ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს, რომლებიც შოვის კოტეჯებში იმყოფებოდნენ.
მოქალაქის თქმით, შოვში, კოტეჯების ტერიტორიაზე მისი ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა, მიწის მასის ჩამოშლის შემდეგ კი, მათ ვეღარ უკავშირდება.
“მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს მანდ ჩარჩენილი, არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან, როგორც მე ვიცი, ორი ვერტმფრენი ჰყავთ, რომელმაც ღამეც შეიძლება იფრინოს და მიანათოს შუქი, ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ?
ხალხო, რამე ქენით, ძალიან გთხოვთ, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც, რომ ვიპოვოთ. დღისით ვეკონტაქტე ბოლოს, პირველ საათზე თუ თორმეტ საათზე, მერე აღარ გამოდის არავინ კონტაქტზე, ვინც მანდ იყო, არ ვიცი.. შოვში იყვნენ, კოტეჯებში” – განაცხადა მან “მთავართან”.
კიდევ ერთი მოქალაქე ოჯახთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
“პანსიონატი მამისონი, კოტეჯებია, ჩემი და მეგი გუტაშვილი, ძმა გიგი გუტაშვილი, დეიდა შორენა ბიჭაშვილი, დეიდაშვილები კოტიკო მაისურაძე, მარი მაისურაძე, ბიძაშვილი ნატო ჭელიძე და სამი პატარა ბავშვი – ლუკა, დუდაშვილი, ანდრია დუდაშვილი და ანასტასია დუდაშვილი ამ დრომდე არ უპოვიათ… მე როგორც ავყევი ვერტმფრენს და ვნახე, ყველაფერი არის გასწორებული. ერთხელ ამიყვანეს ვერტმფრენით და ვუთხარი, რომ ერთი სტრატეგიული ადგილია, სადაც შეიძლება ხალხი გაქცეულიყო, ჩამომსვით, ვიცი, აქ ვარ გაზრდილი, ყველა ქვა და ხე ვიცი, ვუთხარი, რომ მე თვითონ წავალ, ვინმე გამომაყოლეთ, ჩემი ძალებითაც დაგეხმარებით, რომ ვიცოდე სად იყვნენ დაახლოებით ბოლოს. არავინ არ მპასუხობს, შეიძლება ყველა ჩამარხულია, არავინ არ მპასუხობს…
35 კაცი იუსტიციის სახლიდან ამზომველების ჯგუფი, ამის გარდა დედა, ბებია და შვილიშვილი, არც ერთი არ გამოუყვანიათ, არც ერთი კონტაქტზე არ გამოდის, ლაფით არის სავსე მთელი შოვი და ვითხოვ, რომ სამაშველომ, რომელსაც აქვს ფანარი, ამიყვანონ, დამსვან ე.წ. რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მე თვითონ წავიდე და ვნახო… არავინ პასუხს არ მცემს და მეუბნებიან, რომ ბოდიში ვერტმფრენით ვერ აგიყვანთ იმიტომ რომ დაღამდა…”, – აცხადებს მარიტა გუტაშვილი.
კომენტარები