მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

არასრულწლოვანი მიგრანტების საზღვარზე გადაყვანის ფაქტზე პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

არასრულწლოვანი მიგრანტების საზღვარზე გადაყვანის ფაქტზე პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 5 არასრულწლოვანი მიგრანტი საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მიგრანტები სირიის მოქალაქეები არიან, რომლებიც სლოვაკეთში იძებნებოდნენ.

როგორც გამოცემა წერს, სასაზღვრო სამსახურის ოფიცრებმა ტარნოვში მანქანის გაჩერება სცადეს, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა, თუმცა საბოლოოდ ის პოლიციამ მაინც დააკავა.

პოლიციელებმა მიგრანტები სლოვაკურ მხარეს გადასცეს, საქართველოს მოქალაქე კი არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის დააკავეს.

კომენტარები