“არა მოძალადე რეჟიმს” – ამ დევიზით ქუთაისის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო.
რამდენიმე ასეულმა ადამიანმა “ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკა და მშვიდობიანი აქციების დროს მომიტინგეების ძალადობრივი მეთოდებით დაკავება და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
საქართველოს მასშტაბით, მათ შორის იმერეთში, პროტესტის მე-14 დღეა.
ევროინტეგრაციის მომხრეთა მოთხოვნებს ახალ არჩევნებთან ერთად აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებაც დაემატა.
კომენტარები