საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.
“მაინც ვერ გაგვაჩუმებთ”, “სიმართლის გეშინიათ”, “აგენტი თავი გაბიათ”, “არა! პუტინის კანონს” – ჟურნალისტებს ხელში ამ შინაარსის პლაკატები უჭირავთ.
ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, უარი თქვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვაზე.
netgazeti
კომენტარები