მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგან ეს ემსახურება რუსულ ინტერესებს”

“არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგან ეს ემსახურება რუსულ ინტერესებს”

ჩატარდა ჩვენი მეორე შეხვედრა ახალი კოორდინაციის წინააღმდეგობის პლატფორმის, რომელიც ღია არის ყველა პროევროპული პარტიისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს – ახალი არჩევნების დანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ესენი ასევე იზიარებენ “ქართულ ქარტიას”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნება ერთიანი საერთაშორისო კალენდარი იმისთვის, რომ პოზიციები დროულად იყოს მიწოდებული სხვადასხვა ლიდერებთან თუ პარლამენტებთან, როგორც კოორდინაციის პოზიციები და პირველი ასეთი შემთხვევა 7 აპრილის სესია იქნება ევროპული საბჭოს ასამბლეის.

“ჩატარდა ჩვენი მეორე შეხვედრა ახალი კოორდინაციის წინააღმდეგობის პლატფორმის, რომელიც ღია არის ყველა პროევროპული პარტიისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს – ახალი არჩევნების დანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ესენი ასევე იზიარებენ “ქართულ ქარტიას”. ეს სამი მოცემულობა უხსნის გზას პარტიებს, რომ შემოვიდნენ ამ პლატფორმაში.

კოორდინაციამ დღეს განიხილა ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგან ეს არის არალეგიტიმური და ეს კომისია ემსახურება რუსულ ინტერესებს.

დღის წესრიგში დღეს გვქონდა ორი სხვა თემაც, შიდა მექანიზმები, რომელიც ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს და გვაქვს რამდენიმე მოსაზრება, შევქმნით ერთიან საერთაშორისო კალენდარს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დროულად იყოს მიწოდებული სხვადასხვა ლიდერებთან თუ პარლამენტებთან, როგორც კოორდინაციის პოზიციები. პირველი ასეთი შემთხვევაა 7 აპრილის სესია ევროპული საბჭოს ასამბლეის. ასევე, შევქმნით ერთიან საკომუნიკაციო ჯგუფს, რომელიც შექმნის თავის “ფეისბუქს” და “ტვიტერ” ანგარიშს. ამით ჩვენ უფრო მარტივად გავავრცელებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს კოორდინაციის შესახებ.

ახლა კოორდინაციის წევრები ხვდებიან გერმანიის ჟურნალისტებს, რომლებიც სრულყოფილად არიან საქართველოში ჩამოსული და ჩვენ გავაცნობთ კოორდინაციას და დღევანდელ აქტუალურ გამოწვევებზე ვესაუბრებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები