მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ გვინდა რუსეთში” – ქუთაისის 36-ე სკოლის მოსწავლეების პროტესტი

“არ გვინდა რუსეთში” – ქუთაისის 36-ე სკოლის მოსწავლეების პროტესტი

“არ გვინდა რუსეთში” – ქუთაისის 36-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილმა აქცია გამართა.

მოზარდები ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის გაჩერებას აპროტესტებდნენ. ისინი კი, ვინც უკვე სკოლაში იყვნენ, თანაკლასელებს ფანჯრებიდან უცხადებდნენ სოლიდარობას.

ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. აქციის დროს მოსწავლეებთან მოქალაქე მივიდა და აგრესიული ფორმით აქციის დაშლას მოითხოვა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მერიის სასაფლაოთა მეურნეობის თანამშრომელი გაგა ამბროლაძეა.

საჯარო მოხელეს იქვე ჰქონდა კომუნიკაცია დირექტორთან. მოსწავლეებმა ის ადგილიდან გააძევეს.

 

კომენტარები