მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ დავუშვებთ ჰესის მშენებლობას”, – პროტესტი ვანის სოფლებში

“არ დავუშვებთ ჰესის მშენებლობას”, – პროტესტი ვანის სოფლებში

ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობა მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სულორი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები “ინფო იმერეთს” დაუკავშირდნენ და აცხადებენ, რომ გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა.

ვანის სოფლების მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ჰესის აშენების შემდეგ, სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს.

“არ დავუშვებთ აღნიშნული ჰესის მშენებლობას, ის ვანის ისედაც დაცლილ სოფლებს კიდევ უფრო დაცლის.  შეიცვლება კლიმატი, შეიცვლება ყველაფერი უარესობისკენ”, – აცხადებს სოფლის მოსახლეობა “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

კომენტარები