მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე პირს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.

„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვას.

აშშ ამზადებს დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. საქართველოს ხალხთან ერთად, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც მყარად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ზომებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები