აშშ-ში, თაიმს-სქვერიზე ქართველმა ემიგრანტებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.
ემიგრანტები ამბობენ, რომ ფიზიკურად არ იმყოფებიან საქართველოში, თუმცა სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მყოფ პროტესტის მონაწილეებს.
“ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, საქართველო დასავლურ კურსს ვერ გადაუხვევს, ეს ჩვენი არჩევანია. ჩვენ ამას ვიზამთ, ჩვენ მათ შევცვლით”, – აცხადებენ ემიგრანტები.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ 7 მარტს მიიღო.
კომენტარები