კორონავირუსის შედეგად აცრილებიდან თუ მძიმდება ერთი პაციენტი, აუცრელი პაციენტებიდან მძიმდება 9, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.
“ჰოსპიტალიზაციის მსურველი ბევრი პაციენტია და სამწუხაროდ, ბევრს ჰოსპიტალიზაცია სერიოზულად ესაჭიროებათ. ასეთი სიტუაციაა ამ დროისთვის ბევრ კლინიკებში. რეანიმაცია სრულიად გადატვირთულია. არცერთი თავისუფალი ადგილი რეანიმაციული პაციენტისთვის არ გვაქვს.
არიან აცრილიც და აუცრელი პაციენტებიც. თუ მძიმდება აცრილიდან ერთი, 9 მძიმდება აუცრელი პაციენტი – ეს შემიძლია ვთქვა. ამიტომ, გვრჩება ისევ აცრა, ნიღაბი და დისტანცია“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.
კომენტარები