ახალი iPhone 14-ის მფლობელებს სმარტფონის აქტივაციის დროს პრობლემები შეექმნათ.
MacRumors-ის ინფორმაციით, ოპერაციული სისტემა iOS-ის უცნობი შეცდომის გამო Apple-ის ახალი სმარტფონების მფლობელებმა Wi-Fi-ს საშუალებით აქტივაცია ვერ შეძლეს.
MacRumors-მა მოიპოვა წვდომა Apple-ის სამსახურებრივ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიაში პრობლემის არსებობას აღიარებენ.
ამჟამად კორპორაციის ინჟინრები შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ.
ახალ iPhone 14-ს 6.1 დიუმიანი ეკრანი აქვს, ხოლო iPhone 14 Plus-ს 6.7 დიუმიანი ეკრანი.
iPhone-ების ახალი სერია აღჭურვილია უფრო ხანგრძლივი მუშაობის ელემენტით და კერამიკული დამცავი შუშით.
კომენტარები