მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება” – ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების პროტესტი

“ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება” – ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების პროტესტი

ქუთაისში, ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

”ჩვენი მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში, ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება”,- ამბობენ სკოლის მოსწავლეები.

სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ისინი თავდაპირველად გაცილებით მეტი იყვნენ, თუმცა საქმეში სკოლის დირექტორი ჩაერთო და მათი რაოდენობა შემცირდა.

“ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მასწავლებლები გაიფიცნონ – რამდენი მოსწავლეც არ უნდა გამოვიდეს მათ გარეშე, ჩემი და ყველას აზრით, არაფერი გამოვა. თუ ისინი გაიფიცებიან, დირექცია იძულებული გახდება, რომ გარკვეული ზომები მიიღონ. მჯერა, რომ ჩვენი პროტესტი სხვა სკოლებზეც გავრცელდება. მხარს ვუჭერთ თბილისში შეკრებილ თანამემამულეებს”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამასთან, გუშინ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 700-ზე მეტმა სტუდენტმა სასწავლო პროცესის შეჩერება მოითხოვა, რათა პროტესტის გამოხატვისა და აქციაზე გასვლის შესაძლებლობა მიიღონ.

კომენტარები