მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბესო აბულაძე – ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ლიდერია ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაციების რაოდენობით და მიღწეული შედეგით

ბესო აბულაძე – ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ლიდერია ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაციების რაოდენობით და მიღწეული შედეგით

წარმატებული ბარიატრიული ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი და ზოგადი ქირურგი ბესო აბულაძე, “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის” ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელია.  ბესო აბულაძე მოწინავე და ერთ-ერთი პირველია, ვინც იმერეთის რეგიონში ბარიატრიული ოპერაციების ლაპაროსკოპიული მეთოდით შესრულება დაიწყო.

ის ცნობილი და წარმატებული ექიმების გარემოცვაში გაიზარდა, არც თავად არის გამონაკლისი და მისი პროფესიონალიზმი ყველგან გამოარჩევს.

ბესო აბულაძე დასავლეთ საქართველოში ლიდერია ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაციების რაოდენობით და მიღწეული შედეგით.

იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთმა” გადაწყვიტა, ცნობილ ქირურგთან  ინტერვიუ ბარიატრიულ ანუ წონაში კლების ქირურგიაზე ჩაეწერა.

– რამდენად შედეგიანია ბარიატრიული ქირურგია და რას იღებს პაციენტი აღნიშნული ოპერაციის შემდეგ?

– ბარიატრიული ქირურგია ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ის განკურნება ჭარბი წონა თუ გადადის პათოლოგიურ სიმსუქნეში, სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად, იზრდება სხვადასხვა თანმხლები დაავადებები. მაგალითად: შაქრიანი დიაბეტი; არტერიული ჰიპერტენზია; ათეროსკლეროზი; ლიპიდური ცვლის დარღვევა; ღამის აპნოე.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ, დიაბეტი ტიპი ორისგან პაციენტი სრულად იკურნება.

– ოპერაციული მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

სლივ გასტრექტომია (Sleeve) – კუჭის ვერტიკალური რეზექცია ლაპარასკოპიულად გასტროშუნტირება ( Gastric Bypass)

ორივე შემთხვევაში ოპერაცია კეთდება ლაპაროსკოპიული მეთოდით, უმაღლესი ხარისხის ამერიკული ერთჯერადი სახარჯი მასალით.

– როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის?

– ამ ოპერაციის დაუყოვნებლივ ჩატარება არ შეიძლება, მიუხედავად პაციენტის სურვილისა.

ამისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ასევე პაციენტის მომზადებაში ერთვება, რამდენიმე პროფილის ექიმი. ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ კუჭზე ეროზიები (წყლულები), რისთვისაც მკურნალობა ენიშნებათ ოპერაციამდე.  ასევე არის  დეფიციტი რკინის, ვიტამინი D-ს, B12 0 ის. რაც ოპერაციამდე რა თქმა უნდა, უნდა გამოსწორდეს. თუ ყველა ჩატარებული  ანალიზი და კვლევებით გამოვლენილი დარღვევები არ გამოვასწორეთ, ისე ოპერაციას არ ვაკეთებ. ასეთი მიდგომა გვაცილებს სხვადასხვა პოსტოპერაციულ გართულებებს და პაციენტები იკლებენ ჯანმრთელი კლებით.

– რამდენ ხანში იკლებს ადამიანი წონაში და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?

– ოპერაციები ლაპარასკოპიულად ტარდება, ამიტომ ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს. შესაბამისად, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ნაკლებად აწუხებს ტკივილი და 2 საათში პაციენტი აქტიურია. ოპერაციიდან მეორე დღეს ეწერება ბინაზე. პაციენტი მალევე იწყებს კლებას. ერთ თვეში შესაძლებელია 15-25 კილოგრამის კლებაც მოხდეს, გააჩნია მის საწყის  წონას.

– ფინანსდება თუ არა ოპერაცია?

– თუ მოხდება სახელმწიფო დაფინანსება კონკრეტული სეგმენტისთვის ამ პასუხისმგებლობას პირველები ჩვენ ავიღებთ, რადგან შესაბამისი ლიცენზია უკვე გვაქვს.

კომენტარები