მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბინის გაქურდვის ბრალდებით ბერლინში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ბინის გაქურდვის ბრალდებით ბერლინში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ბერლინში ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

გერმანული მედიის ცნობით, 35 და 40 წლის მამაკაცებს აყვანისას თან ჰქონდათ კარის სატეხი მოწყობილობები და მოპარული ნივთები.

მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთებიც იპოვა.

საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე იმავე დღეს დააკავა, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ.

დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები